Accessibility links

სამი თვის წინ ცხივნალის რეგიონში


სამი თვის წინ ცხივნალის რეგიონში გატაცებული 11 წლის გენო პეტრიაშვილი ოჯახს დაუბრუნდა.

სამი თვის წინ ცხივნალის რეგიონში გატაცებული 11 წლის გენო პეტრიაშვილი ოჯახს დაუბრუნდა.
საინფორმაციო სააგენტო "მედიანიუსის" ცნობით, ამასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დაადასტურა, რომ მოკლული არიან ცხინვალის რეგიონშივე 6 თვის წინ გატაცებული მოქალაქეები - ძმები ხაჭაპურიძეები და ლომიძე. სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში მერაბიშვილმა თქვა, რომ ამ ადამიანების მკვლელობის ფაქტი დღეს ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ომბუცმენამაც დაადასტურა და მოტივად - შურისძიება დაასახელა. მერაბიშვილის თქმით, ხაჭაპურიძეების ნათესავებისაგან კრიმინალები 100 000 დოლარს მოითხოვენ ცხედრების გამოსასყიდად.
XS
SM
MD
LG