Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ დახმარება შესთავაზა ჩინეთსა და


გაერომ დახმარება შესთავაზა ჩინეთსა და რუსეთს ტოქსიკური ნივთირებებით მიყენებული ზარალის შეფასებაში.

გაერომ დახმარება შესთავაზა ჩინეთსა და რუსეთს ტოქსიკური ნივთირებებით მიყენებული ზარალის შეფასებაში.
ზარალი გამოიწვია ჩინეთის ერთ-ერთ ქიმიურ საწარმოში 13 ნოემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად მომწამვლელი ნივთიერებების მდინარე სუნგარში ჩაღვრამ. სუნგარი კი მდინარე ამურს უერთდება და საფრთხეს უქმნის რუსეთსაც - ხაბაროვსკის მხარეს. დღესვე ხაბაროვსკის მხარის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება, როცა შხამქიმიკატების ლაქა (ის მდინარეში მოძრაობს) რუსეთში ჩააღწევს. ეს, როგორც ჩინეთში ვარაუდობენ, ორ კვირაში მოხდება - რუსეთში კი შიშობენ, რომ უფრო ადრე. გუშინ ჩინეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ შხამქიმიკატების ლაქამ მიაღწია ჩრდილოაღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქ ჰარბინს, სადაც 3,8 მილიონი ადამიანი ონკანის წყლის გარეშეა დარჩენილი.
XS
SM
MD
LG