Accessibility links

ევროსაბჭოს გადაწყვეტილი აქვს, დაადგინოს, შეესაბამება


ევროსაბჭოს გადაწყვეტილი აქვს, დაადგინოს, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ბრალდება,

ევროსაბჭოს გადაწყვეტილი აქვს, დაადგინოს, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ბრალდება,
რომ აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს აღმოსავლეთ ევროპის ზოგ ქვეყანაში მოწყობილი ჰქონდა საიდუმლო საპატიმროები ტერორიზმში ეჭვმიტანილებისათვის. ევროსაბჭოს ამ გადაწყვეტილებაზე ლაპარაკია ანგარიშში, რომელიც დღეს ბუქარესტში წარადგინეს. ევროსაბჭოს საკანონმდებლო კომიტეტის თავმჯდომარის, შვეიცარელ დიკ მარტის განცხადებით, მან ევროკავშირის სატელიტურ ცენტრსა და საავიაციო მიმოსვლის მაკონტროლებელ ორგანიზაციას სთხოვა დეტალები იმ 31 თვითმფრინავის გადაადგილებაზე, რომელთაც, ბრალდების მიხედვით, ამერიკული დაზვერვა იყენებდა ეჭვმიტანილების ტრანსპორტირების მიზნით. მარტის შეფასებით, შეუძლებელია, საქმე ეხებოდეს მსხვილ ობიექტს, როგორიცაა, მაგალითად, ამერიკული სამხედრო ბაზა გუანტანამოში, რადგან მისი გასაიდუმლოება ევროპაში ვერ მოხერხდებოდა. მაგრამ, ასევე მარტის თქმით, შესაძლებელია, ეჭვმიტანილები მოკლე ხნით მოეთავსებინათ მომცრო საპატიმროებში, შემდეგ კი სხვაგან გადაეყვანათ.
XS
SM
MD
LG