Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ტელეარხ "რენ-ტვ"-ის ჟურნალისტ ოლგა


რუსეთის ტელეარხ "რენ-ტვ"-ის ჟურნალისტ ოლგა რომანოვას გუშინ საღამოს გადაცემის წაყვანის საშუალება არ მისცეს.

რუსეთის ტელეარხ "რენ-ტვ"-ის ჟურნალისტ ოლგა რომანოვას გუშინ საღამოს გადაცემის წაყვანის საშუალება არ მისცეს.
როგორც რომანოვა აღნიშნავს, ის გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე არ შეუშვეს სტუდიაში ტელეარხის გენერალური დირექტორის, ალექსანდრ ორჯონიკიძის განკარგულებით. "რენ-ტვ"-ეს ადრე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი კრიტიკული მაუწყებლის იმიჯი ჰქონდა, მაგრამ გასულ თვეში არხის ხელმძღვანელობა შეიცვალა. როგორც რომანოვა ამბობს, მას ტელეარხის გენერალურმა დირექტორმა უთხრა, რომ პროგრამას ვეღარ გაუძღვება, ვინაიდან "მისი რეიტინგი დაეცა და, გარდა ამისა, კვირაში ხუთჯერ შოუს წაყვანა ავნებს მის ჯანმრთელობას". რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის წარმომადგენელი, ფრედერიკ იაკოვენკო, რომანოვას ეთერიდან მოხსნას - ცენზურად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG