Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ატომური სააგენტოს მმართველმა საბჭომ


გაეროს ატომური სააგენტოს მმართველმა საბჭომ გადადო მოლაპარაკება, რომელზეც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება,

გაეროს ატომური სააგენტოს მმართველმა საბჭომ გადადო მოლაპარაკება, რომელზეც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება,
სთხოვენ თუ არა გაეროს უშიშროების საბჭოს ირანის საკითხის განხილვას მის წინააღმდეგ შესაძლო ეკონომიკური სანქციების შემოსაღებად. ატომური ენერგიის სააგენტოს მიზანია, ამასობაში შეისწავლოს რუსული მხარის მიერ წამოყენებული კომპრომისი. ამ კომპრომისით, რომლის განხილვასაც გაეროს ატომური ენერგიის სააგენტო აპირებს, დაშვებულია ირანის მიერ თავისი ბირთვული პროგრამისთვის - რუსეთში დამუშავებული ურანის გამოყენება. მაგრამ, როგორც სააგენტოს მმართველ საბჭოში ბრიტანელმა პიტერ ჯენკინსმა აღნიშნა, ირანმა არ უნდა დაასკვნას, რომ მას ამჟამინდელი შანსი სამუდამოდ ეძლევა. [პიტერ ჯენკინსის ხმა] “დრო აღარ ითმენს. ირანს მოვუწოდებთ, სერიოზულად განიხილოს რუსეთის წინადადება და თან გააუმჯობესოს გაეროს ატომურ სააგენტოსთან თანამშრომლობა”. აშშ და ევროპის სახელმწიფოები შიშობენ, რომ ირანი ბირთვულ პროგრამას ბირთვული იარაღის დასამზადებლად იყენებს. ირანი კი ირწმუნება, რომ ბირთვული პროგრამა მარტო ელექტროენერგიით მომარაგებისთვის სჭირდება.
XS
SM
MD
LG