Accessibility links

logo-print

ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოშიარ


ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოშიარ ზებარიმ იაპონიის პერმიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს სთხოვა,

ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოშიარ ზებარიმ იაპონიის პერმიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს სთხოვა,
გააგრძელონ ერაყში განთავსებული 600-მდე იაპონელი ჯარისკაცის მისიის ვადა. როგორც ზებარიმ იაპონიაში ვიზიტისას ჟურნალისტებს უთხრა, ბაღდადს სჭირდება იაპონელი სამხედროების დახმარება 15 დეკემბრის არჩევნებისთვის. [ზებარის ხმა] “ჩვენი, ერაყის მთავრობის შეფასებით, ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის, უწინარეს ყოვლისა იმის გამო, რომ არჩევნები მოგვიახლოვდა. ეს ნიშნავს, რომ გაისად ერაყს ახალი მთავრობა ეყოლება. ამიტომ გვსურს იაპონიის ძალებმა გააგრძელონ ამჟამინდელი სამხედრო მისია, თუმცა, გვესმის, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება იაპონიის მთავრობაზეა დამოკიდებული”. როგორც საინფორმაციო საგენტო ასოშიეიტიდ პრესი იუწყება, იაპონიის პრემიერ-მინისტრ ჯუნიჩირო კოიზუმის არაფერი უთქვამს ერაყში მისიის გაგრძელებაზე. იაპონიის ჰუმანიტარულ-სარეკონსტრუქციო მისიის ვადა 14-ტ დეკემბერს ამოიწურება. რაც შეეხება ვითარებას ერაყში, როგორც იუწყებიან, ხუთშაბათს ძალადობამ 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG