Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო არ


საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო არ აპირებს დსთ-დან გასვლას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო არ აპირებს დსთ-დან გასვლას.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა პარასკევს მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. როგორც საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსი" იუწყება, ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ ამას ცხადჰყოფს დსთ-ის პრემიერ-მინისტრების სამიტში მისი მონაწილეობაც. სამშაბათს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გასვლის შესაძლებლობის განხილვას. იუწყებიან ასევე, რომ მოსკოვში ვიზიტისას ნოღაიდელი შეხვდა მასპინძელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და კომპანია "გაზპრომის" სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელ ალექსეი მილერს.
XS
SM
MD
LG