Accessibility links

logo-print

უკრაინაში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით


უკრაინაში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით კამპანია დაიწყო. პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ქვეყანაში მოქმედ ყველა პოლიტიკურ პარტიას არჩევნების დემოკრატიულად,

უკრაინაში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით კამპანია დაიწყო. პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ქვეყანაში მოქმედ ყველა პოლიტიკურ პარტიას არჩევნების დემოკრატიულად,
სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებისკენ მოუწოდა.
450 ადგილიანი პარლამენტის არჩევნები მარტშია დანიშნული. ეს ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ პირველი საპარლამენტო არჩევნები იქნება. იუშჩენკომ მოსახლეობას პიდადად მისცა იმის გარანტია, რომ ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია – ისევე როგორც რეგიონული და საუბნო კომისიები – დამოუკიდებლად იმუშავებს, და ჟურნალისტებისთვის ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომი იქნება. იუშჩენკომ აგრეთვე განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესში გარეშე ძალების ჩარევას არ დაუშვებს.
პარლამენტი პირველად იქნება პროპორციულ საფუძველზე არჩეული – ამომრჩევლები ხმას პარტიებს მისცემენ, და არა ცალკეულ კანდიდატებს.
XS
SM
MD
LG