Accessibility links

logo-print

ახლად გახსნილი საზღვრის საშუალებით ასობით


ახლად გახსნილი საზღვრის საშუალებით ასობით პალესტინელი თავისუფლად გადავიდა ეგვიპტეში. ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს შორის საკონტროლო-გამშვებ პუნქტს პალესტინის

ახლად გახსნილი საზღვრის საშუალებით ასობით პალესტინელი თავისუფლად გადავიდა ეგვიპტეში. ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს შორის საკონტროლო-გამშვებ პუნქტს პალესტინის
მხარე აკონტროლებს. პალესტინის და ისრაელის შეთანხმების თანახმად, საზღვარზე გადაადგილებას ევროკავშირის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, პიეტრო პისტოლესემ, საზღვრის 4 საათით გახსნას "გამოცდა" უწოდა: [პისტოლესეს ხმა]: "ძალიან კარგია, რომ ღაზის სექტორსა და სხვა ქვეყნებს შორის საზღვრები იხსნება. მე იმედი მაქვს, რომ ყველა პალესტინელს კარგად ესმის იმის მიზეზი, თუ რატომ იქნება ეს საზღვარი თავდაპირველად ღია მხოლოდ ოთხი საათის განმავლობაში. ჩვენ ეს სისტემა უნდა გამოვცადოთ, სისტემამ კარგად უნდა იმუშაოს, და ევროპელმა და პალესტინელმა ოფოციალურმა პირებმა ერთმანეთი უნდა გაიცნონ. მეგობრულ ატმოსფეროში მუშაობა ბევრად ეფექტიანია". მომავალ კვირებში საზღვარი სულ უფრო მეტი დროით იქნება ღია. საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნას ღაზაში მნიშვნელოვან მოვლენად აფასებენ. პალესტინელებს პირველად მიეცათ მათი ტეროტორიის ერთ-ერთი საზღვრის გაკონტროლების საშუალება.
XS
SM
MD
LG