Accessibility links

logo-print

ერევანში, ოპერის მოედანზე რამდენიმე ასეული


ერევანში, ოპერის მოედანზე რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა, და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხვალ დანიშნული რეფერენდუმის გამო თავისუფლება, და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა, მოითხოვა:

ერევანში, ოპერის მოედანზე რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა, და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხვალ დანიშნული რეფერენდუმის გამო თავისუფლება, და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა, მოითხოვა:
[აქციის ხმები – "თავისუფლება!" "სომხეთი!"] დემონსტრაციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ რეფერენდუმის, და პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის მთავრობის, მიმართ პროტესტის გამოხატვის მიზნით, მზად არიან აქცია განაგრძონ და რეფერენდუმის შემდეგ კარვებიც გაშალონ.
საპროტესტო აქციას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, რაფი ჰოვანისიანი ხელმძღვანელობდა. გუშინ მან მომხრეებს განუცხადა, რომ საკონსტიტუციო რეფერენდუმი არალეგიტიმურია. რეფერენდუმთან დაკავშირებით წარმოებული კამპანია უკვე დასრულდა. კამპანიის მსვლელობის დროს ოპოზიცია ამომრჩევნებს რეფერენდუმის ბოიკოტისკენ მოუწოდებდა.

პრეზიდენტი ქოჩარიანი კი მოსახლეობას რეფერენდუმში მონაწილეობას და ცვლილებების მიღებას სთხოვს.
XS
SM
MD
LG