Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში საკონტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერნდუმი


სომხეთში საკონტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერნდუმი ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის

სომხეთში საკონტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერნდუმი ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის
ცნობით, ხმის უფლების მქონეთა 44 პროცენტმა მიიღო მასში მონაწილეობა. ეს ცვლილებები სამართლებრივი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო სფეროების ერთმანეთისგან მეტად გამიჯვნას ემსახურება. ამასთან, მათ თანახმად, სომხეთის მცხოვრებთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებაც შეეძლებათ. აშშ და ევროკავშირი მიესალმებიან ამ ცვლილებებს, აცხადებენ რა, რომ ეს სომხეთის დემოკრატიას გააძლიერებს. ცვლილებებს, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით შემუშავდა, მხარი უნდა დაუჭიროს ხმის უფლების მქონეთა სულ მცირე, მესამედმა. ოპოზიციურმა პარტიებმა ეჭქვეშ დააყენეს რეფერენდუმში მონაწილეობის მონაცემები. ეროვნული ერთიანობის პარტის თავმჯდომარის მოადგილემ კორიურ არაქელიანმა პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანის მთავრობა თაღლითობაში დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG