Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის საგარეო


ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბირთვულ სფეროში ირანის წარმომადგენელს

ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბირთვულ სფეროში ირანის წარმომადგენელს
გადასცეს წერილი, სადაც მას ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის თაობაზე ახალ მოლაპარაკებას სთავაზობენ, იუწყებიან დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოები, დასავლელი დიპლომატებზე დაყრდნობით.
უფრო ადრე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰამიდ რეზა ასეფიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა იტოვებს უფლებას განაგრძოს ურანის გამდიდრება სამუშაო კვლევის და განვითარების მიზნით.
ხუთშაბათს გაეროსო ბირთვული ენერგიის სააგენტომ, გადასდო ირანის საკითხის გაეროს უშიშროების საბჭოზე გატანა და რუსეთს მისცა დრო, დიპლომატიური გარიგებით მოაგვაროს ირანთან ამ სფეროში კრიზისი. რუსეთი ირანს ურანის გამდიდრებას სთავაზობს. ირანი უარსაა და გამოაცხადა, რომ მისი უფლებაა თვითონ ჩაატაროს ურანის გამდიდრების სამუშაო.
ამ პროცესით ბირთული ენერგიის წარმოებაც შესაძლებელია და იარაღის განვითარებაც. დასავლეთი შიშობს, რომ ირანი იარაღზე მუშაობს, ირანი უარყოფს ბრალდებას.
XS
SM
MD
LG