Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში, ერაყის ყოფილი პერიზიდენტის სადამ


ბაღდადში, ერაყის ყოფილი პერიზიდენტის სადამ ჰუსეინის დღეს განხლებული სასამართლო პროცესი მოსამართლე

ბაღდადში, ერაყის ყოფილი პერიზიდენტის სადამ ჰუსეინის დღეს განხლებული სასამართლო პროცესი მოსამართლე
რიზგარ მოჰამედ ამინის გადაწყვეტილებით გადაიდო 5 დეკემბრამდე. ბრალდებულებს მიცათ დრო, მოძებნონ ორი მოკლული და ერთი უცხოეთში გაქცეული ვექილის შემცვლელი. პროცესი, რომელშიც ჰუსეინთან ერთად 7 სხვა მისი თანამოსაქმე გადის, დღეს განახლდა, ბაღდადის მკაცრად დაცულ მწვანე ზონაში შესვენების შემდეგ. ბრალდებულებს ადანაშაულებენ 1982 წელს დუჯალში 140 შიიტის დახოცვაში. ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ სცნობენ.
ერაყის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ გახსნა საქმე, რომლის მონაწილეები ტრიბუნალის გამომძიებელი მოსამართლის მოკვლას აპირებდნენ.
XS
SM
MD
LG