Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც იტყობინებიან, ჩინეთმა რუსეთს შესთავაზა


როგორც იტყობინებიან, ჩინეთმა რუსეთს შესთავაზა ტექნიკა, რომელიც შესაძლებელს ხდის გაიზომოს მდინარე ამურში

როგორც იტყობინებიან, ჩინეთმა რუსეთს შესთავაზა ტექნიკა, რომელიც შესაძლებელს ხდის გაიზომოს მდინარე ამურში
ქიმიური დაბინძურების ხარისხი. რია-ნოვოსტის ცნობით, ამის თაობაზე შეთანხმება იქნა მიღწეული ორშაბათს, ჩინეთისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრაზე ქალაქ ჰარბინში. ორი კვირის წინ ქალაქ ჟილინში, ქიმიურ საწარმოში მომხდარი აფეთქების შედეგად ას ტონამდე შხამიანი ნივთიერება ჩაიღვარა მდინარე სანგარიში. სანგარი ამურში ჩაედინება. ჩინეთი აცხადებს, რომ იგი შეეცდება, მინიმუმადე დაიყვანოს რუსეთისთვის მიყენებული ზარალი. "იმედი მაქვს ჩინეთსა და რუსეთს შორის ეფექტიანი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მდინარე სუნგარის დაბინძურების შედეგებთან გამკვლავებას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ჩვენ ყოველ ღონეს ვიხმართ, რათა უზრუნველვყოთ როგორც ჩინეთის, ისე რუსეთის მოსახლეობის უსაფრთხოება," ამბობს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ლიუ ჟიანჩაო.
XS
SM
MD
LG