Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები და


შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები და ერაყის პოლიცია იტყობინებიან, რომ დღეს ექვსი ირანელი მლოცველი, აგრევე მათი მძღოლი

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები და ერაყის პოლიცია იტყობინებიან, რომ დღეს ექვსი ირანელი მლოცველი, აგრევე მათი მძღოლი
და თარჯიმანი გაიტაცეს შეიარაღებულმა პირებმა ქალაქ ბალადის მახლობლად, ბაღდადიდან 75 კილომეტრზე. გარდა ამისა იტყობინებიან, რომ პარასკევიდან მოკიდებული უგზო-უკვლოდ არის დაკარგული გერმანელი ქალი სუზანე ოსტჰოფი. გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, სავარაუდოა, რომ ოსტჰოფი მძევლად აიყვანეს. გერმანიის მასმედიით გავრცელდა ცნობები, რომ გამტაცებლები მისი მოკვლით იმუქრებიან, თუკი გერმანია არ შეწყვეტს ერაყის მთავრობასთან თანამშრომლობას. ამასობაში ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია "ქრისტიანულმა მშვიდობის დამცველმა გუნდებმა" გამოაცხადა, რომ მისი ოთხი დასავლელი თანამშრომელი გაუჩინარდა ერაყში. ისინი 26 ნოემბერს აიყვანეს მძევლად.
XS
SM
MD
LG