Accessibility links

logo-print

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა დომინიკ დე ვილპენმა


საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა დომინიკ დე ვილპენმა გამოაქვეყნა გეგმა,

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა დომინიკ დე ვილპენმა გამოაქვეყნა გეგმა,
რომელიც საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას ითვალისწინებს საფრანგეთში ახლახან მომხდარი არეულობების შემდეგ. დე ვილპენის თქმით, აუცილებელია გაიზარდოს მიერ მოქალაქეობის მისაღებად საჭირო მინიმალური ვადის გაზრდა იმ უცხოელთა, რომლებიც საფრანგეთის მოქალაქეებზე არიან დაქორწინებული. აგრეთვე ოჯახების გაერთიანების პროცედურის გართულება უცხოელი მუშახელისთვის. გარდა ამისა გათვალისწინებულია საფრანგეთში სასწავლად ჩასულ უცხოელ სტუდენტთა უფრო გულდასმით შერჩევა. საფრანგეთის ქალაქებში მომხდარი მღელვარების დროს ცეცხლი წაუკიდეს ათობით შენობას და ათასობით ავტომანქანას. გამოსვლების მონაწილეების თქმით, ისინი პროტესტს აცხადებდნენ ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც დისკრიმინაციულად მიაჩნიათ.

XS
SM
MD
LG