Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა დღეს გაიმეორა შეფასება


აშშ-ის პრეზიდენტმა დღეს გაიმეორა შეფასება, რომ ერაყზე გადის მთავარი ფრონტი ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა დღეს გაიმეორა შეფასება, რომ ერაყზე გადის მთავარი ფრონტი ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში.
პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის განცხადებით, ამერიკამ და მისმა პარტნიორებმა უნდა გაიმარჯვონ ამ ომში. მისივე თქმით, კოალიციის მტრები ღირებულს ვერაფერს სთავაზობენ ერაყელ ხალხს. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ილაპარაკა აშშ-ის სამხედრო საზღვაო ბაზაზე მერილენდში. დღესვე, უფრო ადრე თერთმა სახლმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ერაყს, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს მოუწევს ბრძოლა ძალადობის წინააღმდეგ, მაგრამ რახან უშიშროების კონტროლს სულ უფრო მეტად კისრულობენ ერაყის ჯარები, ამერიკელი სამხედროები, საბოლოოდ, ერაყიდან წასვლას შეძლებენ. ამ საკითხზეა ლაპარაკი დოკუმენტში სახელწოდებით “ჩვენი ეროვნული სტრატგია ერაყში გასამაჯრვებლად”. დოკუმენტი გავრცელდა ერაყის საკითხზე პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დღევანდელ მოხსენებამდე. ამ მოხსენებაში ბუში ეხმაურება კრიტიკას, თითქოს მის ადმინისტრაციას არ გააჩნდეს ნათელი სტრატეგია ერაყში. თეთრი სახლის დღევანდელ დოკუმენტში აღნიშნულია აგრეთვე, რომ ჯერ მიზანშეწონილი არ არის ერაყიდან ამერიკული ჯარების გასვლის ვადების წინასწარ განსაზღვრა.
XS
SM
MD
LG