Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგიის პოლიციამ დააკავა 14 ეჭვმიტანილი


ბელგიის პოლიციამ დააკავა 14 ეჭვმიტანილი იმ პირთა ბინებში მოწყობილი რეიდისას,

ბელგიის პოლიციამ დააკავა 14 ეჭვმიტანილი იმ პირთა ბინებში მოწყობილი რეიდისას,
რომელთაც, სავარაუდოდ, კავშირი აქვთ ბელგიელ თვითმკვლელ მოიერიშე ქალთან, ერაყში რამდენიმე კვირის წინ აფეთქება რომ მოაწყო. ბელგიის ფედერალური პროკურორის პრეს-მდივნის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ რეიდი განახორციელა ბრიუსელსა და კიდევ სამ ქალაქში. ასევე ოფიციალური ინფორმაციით, ქალი, რომელმაც ერაყში აფეთქება მოაწყო, ევროპელი იყო და ისლამზე გადავიდა მუსლიმანზე დაქორწინების შემდეგ. პოლიციის პრეს-მდივნის თქმით, დაკავებულებს შორის ორი ტუნისელია, სამი მაროკოელი, დანარჩენები - ბელგიელები არიან.
XS
SM
MD
LG