Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტმა დღეს კიდევ ერთხელ


ირანის პრეზიდენტმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანი არ აპირებს ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმას.

ირანის პრეზიდენტმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანი არ აპირებს ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმას.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ ირანი "არასდროს იტყვის უარს მშვიდობიანი ბირთვული ენერგიით სარგებლობის უფლებაზე”. ამავე წყაროს ცნობით, აჰმადინეჯადი ამ საკითხს შეეხო ილამის პროვინციაში, ათასობით თანამოქალაქის ირანელის წინაშე გამოსვლისას. ირანზე უცხოეთიდან ინტენსიურ ზეწოლას ახორციელებენ ბირთვული პროგრამის შეჩერების მოთხოვნით. დასავლეთში შიშობენ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს.
XS
SM
MD
LG