Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ახალი კანცლერი ანგელა მერკელი


გერმანიის ახალი კანცლერი ანგელა მერკელი პარლამენტში წარდგა საპროგრამო მოხსენებით.

გერმანიის ახალი კანცლერი ანგელა მერკელი პარლამენტში წარდგა საპროგრამო მოხსენებით.
მერკელმა, რომელიც პირველი ქალია კანცლერის თანამდებობაზე, აღნიშნა, რომ მისი მთავრობა პირობებს შეუქმნის გერმანიაში ეკონომიკურ ზრდას. მერკელი შეეხო გერმანიის ფედერალური მოწყობის რეფორმის, უმუშევრობის შემცირების, აღმოსავლეთ გერმანიაში ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობის აუცილებლობას. [მერკელის ხმა] “მოთხოვნა, რომლის წინაშეც მთავრობა და ქვეყანა დგას, მცირე არ არის. უნდა შევქმნათ პირობები იმის მისაღწევად, რომ გერმანია - ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით - ევროპის პირველი სამეულის რიგში დაბრუნდეს მომდევნო 10 წლის მანძილზე. ვფიქრობ, ეს არის ლეგიტიმური და მნიშვნელოვანი მიზანი”. ანგელა მერკელი ხელმძღვანელობს კოალიციურ მთავრობას, რომელიც გერმანიის ორ უმსხვილეს პარტიას აერთიანებს - ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირსა და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას.
XS
SM
MD
LG