Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირსა და უკრაინას შორის კიევში


ევროკავშირსა და უკრაინას შორის კიევში შემდგარ სამიტზე, ევროპის კავშირმა უკრაინას საბაზრო ეკონომიკის სტატუსი მიანიჭა.

ევროკავშირსა და უკრაინას შორის კიევში შემდგარ სამიტზე,
ევროპის კავშირმა უკრაინას საბაზრო ეკონომიკის სტატუსი მიანიჭა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ - რომლისთვისაც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს – განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ევროპამ უკრაინის კავშირში გაწევრიანება ახალ პრობლემად კი არა, ახალ სიკეთედ აღიქვას. უკრაინისთვის საბაზრო ეკონომიკის სტატუსის მინიჭების შემდგომ ეტაპებზე ბრიუსელში ევროპის კომისიის წარმომადგენელმა, პიტერ პაუერმა ისაუბრა: [პაუერის ხმა]: "პროცედურული ქმედებები უკვე დაწყებულია, პოლიტიკური გადაწყვეტილება დღეს უკრაინაში მიიღეს; და ჩვენი მოლოდინით, კანონმდებლობაში ცვლილებები 2006 წლის დასაწყისიდან უნდა განხორციელდეს". ეს სტატუსი – რომელსაც ახლა ოფიციალური ფორმა უნდა მიეცეს – უკრაინას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობის გაუმჯობესების საშუალებას მისცემს. აქამდე ამ ურთიერთობას ანტი-დამპინგური წესები აფერხებდა.
XS
SM
MD
LG