Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლომ 6 ნოემბრის


აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლომ 6 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები დაამტკიცა.

აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლომ 6 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები დაამტკიცა.
სასამართლოს თავმჯდომარემ, ფარჰად აბდულაევმა, განაცხადა, რომ შედეგები აზერბაიჯანის 125 საარჩევნო ოლქიდან 115-შია დამტკიცებული. სასამართლომ შედეგები 6 ოლქში გააუქმა – მათ შორის იქ, სადაც ოპოზიციური სახალხო ფრონტის წარმომადგენელი, ალი კერიმლი, ლიდერობდა.
კიდევ 4 ოლქში შედეგები საარჩევნო კომისიის წევრებმა გააუქმეს. ჯერჯერობით ამ ათ ოლქში ხელახალი არჩევნების თარიღი არ დასახელებულა. დამტკიცებული ოფიციალური მონაცემებით, მმართველმა ინი აზერბაიჯანის პარტიამ პარლამენტის 125 მანდატიდან 54 მოიპოვა.
XS
SM
MD
LG