Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პარლამენტის წევრის განცხადებით, ქვეყანაში

ყირგიზეთის პარლამენტის წევრის განცხადებით, ქვეყანაში არსებულ ტრეფიკინგის პრაქტიკაში ყირგიზეთში მცხოვრები უცხოეთის მოქალაქეები არიან ჩართული. პარლამენტარის თქმით, ზოგიერთი ყირგიზეთის მოქალაქე უცხოეთში მონის მდგომარეობაში იღუპება.

ეს განცხადება ყირგიზეთის შრომითი მიგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ყუბანიჩბეკ ისაბეკოვმა გუშინ ბიშკეკში გააკეთა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ამ პრობლემასთან ბრძოლის მიზნით ქვეყანაში უკვე დაიწყო ორწლიანი სტრატეგიის შემუშავება. ისაბეკოვის თქმით, ყირგიზეთის მოქალაქეებს ძირითადად სექსის ინდუსტრიაში და მონური შრომის სფეროში ითრევენ. პარლამენტარის თქმით, ამისათვის როგორც უცხოელი, ისე ყირგიზი ტრაფიკერები ხალხს სამუშაოს პირდებიან, პასპორტებს ართმევენ და შემდეგ საბუთებს მათ უცხოელ "მფლობელს" გადასცემენ.
XS
SM
MD
LG