Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირმა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს


ევროპის კავშირმა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ციხეების საქმის ოფიციალურად გამოძიებაზე დაიწყო მუშაობა.

ევროპის კავშირმა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ციხეების საქმის ოფიციალურად გამოძიებაზე დაიწყო მუშაობა.
გავრცელებული ცნობებით, საიდუმლო ციხეების სისტემა აღმოსავლეთი ევროპის ტერიტორიაზე მოქმედებს. ოფიციალური სტრატეგიის შემუშავების მიზნით ევროპის პარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების კომიტეტი ბრიუსელში შეიკრიბა. ამ კვირის დასაწყისში ევროკავშირის სამართლის კომისარმა განაცხადა, რომ კავშირის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ასეთი ციხის აღმოჩენამ შესაძლოა ქვეყანას ხმის უფლება დააკარგვინოს.ამავე დროს, ორგანიზაცია Human Rights Watch-მა დღეს გამოაქვეყნა იმ 26 პირის წინასწარი სია, რომლებიც, ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოველგვარი უფლებების გარეშე, ანონიმურად არიან დაკავებული. ორგანიზაცია აგრეთვე აცხადებს, რომ ეს დაკავებულები ციხეში შესაძლოა წამების მსხვერპლიც გახდნენ. ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ტომ მალინოვსკიმ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს სია მედიის და მთავრობების ანგარიშების, და Human Rights Watch-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის შეჯერებით შემუშავდა: [მალინოვსკის ხმა]: "თუ ამ პირებს ომის კანონების შესაბამისად ეპყრობიან, მაშინ მათ სულ მცირე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ურთიერთობის საშუალება უნდა მიეცეთ. მათი დაკავების ადგილები ღიად უნდა განაცხადონ. ხოლო თუ მათი მოპყრობის საფუძველს კრიმინალური კანონები ქმნის, მაშინ ისინი უნდა გასამართლდნენ. ასეა თუ ისე, მათი ფუნდამენტური უფლებები დარღვეულია". ამ კვირის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ
საიდუმლო ციხეების შესახებ ევროპაში არსებულ შეკითხვებს პასუხს მალე გასცემს.
XS
SM
MD
LG