Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარსულში საბჭოთა ბლოკში შემავალმა ცხრა


წარსულში საბჭოთა ბლოკში შემავალმა ცხრა ქვეყანამ - უკრაინამ, მოლდავეთმა, ლატვიამ, ლიტვამ, ესტონეთმა, რუმინეთმა, მაკედონიამ, სლოვენიამ და საქართველომ - დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობა ჩამოაყალიბა.

წარსულში საბჭოთა ბლოკში შემავალმა ცხრა ქვეყანამ - უკრაინამ, მოლდავეთმა, ლატვიამ, ლიტვამ, ესტონეთმა, რუმინეთმა, მაკედონიამ, სლოვენიამ და საქართველომ - დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობა ჩამოაყალიბა.
თანამეგობრობის შექმნა დღეს კიევში შემდგარ ფორუმზე გამოცხადდა. ფორუმს ცხრა ქვეყნის პრეზიდენტები ესწრებოდნენ – ისევე, როგორც კიდევ სხვა ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი მაღალჩინოსნები. ფორუმზე მიღებულ დეკლარაციაში წერია, რომ დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობა სამთავრობო და არა-სამთავრობო ფორუმს წარმოადგენს – რომელიც მიზნად დემოკრატიის გაძლიერების საქმეში თანამშრომლობის ხელშეწყობას ისახავს. ფორუმის გახსნის ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ, განაცხადა, რომ თანამეგობრობა რომელიმე ქვეყნის ან ინსტიტუციის წინააღმდეგ არ არის შექმნილი: [იუშჩენკოს ხმა]: "დღევანდელი ფორუმი თანამშრომლობის ახალი ფორმის დამკვიდრებას ისახავს მიზნად ბალტიის რეგიონის, აღმოსავლეთი ევროპის, ბალკანეთის, შავი ზღვის რეგიონის და კავკასიის ქვეყნებს შორის. თანამშრომლობის – ან, უფრო ზუსტად, პერმანენტული დიალოგის – ეს ფორმატი ემყარება ჩვენს საერთო სირვილს, ევროპის კონტინენტის ჩვენი ნაწილი დემოკრატიის, სტაბილურობის და აღმავლობის სივრცედ ვაქციოთ". კიევში დღევანდელი ფორუმის მონაწილეებმა დღეს განაცხადეს, რომ ფორუმი მუშაობას რეგიონულ შეხვედრებზე განაგრძობს, რომლებიც მომავალ წელს ბუქარესტში, ვილნიუსში და თბილისში ჩატარდება.
XS
SM
MD
LG