Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო


ბელორუსიის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო კანონი, რომელიც პრეზიდენტ ლუკაშენკას წინააღმდეგ მიმართული გამოსვლების ჩახშობას ემსახურება.

ბელორუსიის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო კანონი, რომელიც პრეზიდენტ ლუკაშენკას წინააღმდეგ მიმართული გამოსვლების ჩახშობას ემსახურება.
კანონი მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს პირებისთვის, რომლებიც დემონსტრაციების ინიცირებას ახდენენ, არალეგალურ ორგანიზაციებს უერთდებიან და ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მომტან ინფორმაციას ავრცელებენ.
ოპოზიციამ ეს კანონი 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გამიზნულ, დამთრგუნველ ზომად მიიღო. კანონის მიღებას ეუთოც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ძალიან შეშფოთებულია". მაგრამ ბელორუსიის უშიშროებამ განაცხადა, რომ კანონი ისეთი გამოსვლების აღსაკვეთად არის საჭირო, როგორმაც საქართველოში, უკრაინაში და ყირგიზეთში ოპოზიციის ლიდერები მოიყვანა ხელისუფლებაში. ლუკაშენკამ – რომელიც მომავალ არჩევნებზე კიდევ ერთხელ აპირებს კანდიდატურის დაყენებას – განაცხადა, რომ შეებრძოლება ნებისმიერ მასობრივ დემონსტრაციას, რომელიც უცხოეთიდან იქნება მართული.
XS
SM
MD
LG