Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

6 ნოემბერს არჩეულმა აზერბაიჯანელმა პარლამენტარებმა


6 ნოემბერს არჩეულმა აზერბაიჯანელმა პარლამენტარებმა პირველი სესია გამართეს.

6 ნოემბერს არჩეულმა აზერბაიჯანელმა პარლამენტარებმა პირველი სესია გამართეს.
ოფიციალური შედეგების თანახმად, მმართველმა ინი აზერბაიჯანის პარტიამ პარლამენტარის 125 მანდატიდან 56 მიიღო. პარლამენტში ათი ადგილი კვლავაც შეუვსებელია, ვინაიდან დარღვევების გამო რამდენიმე ოლქში შედეგები გაუქმდა. არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციის ცხრა დეპუტატი დღევანდელ სესიას არ დასწრებია. დეპუტატებმა პარლამენტის ახალ სპიკერად ინი აზერბაიჯანის წევრი, ოქტაი ასადოვი აირჩიეს – რომელმაც განაცხადა, რომ პარლამენტი "პრეზიდენტის კურსს დაუჭერს მხარს".სესიის გახსნის დროს, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ახალი დეპუტატები პარლამენტში "ღია და სამართლიანი არჩევნებით" მოვიდნენ.
XS
SM
MD
LG