Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს მაღალჩინოსანის ინფორმაციით, ჩინეთში წამების


გაეროს მაღალჩინოსანის ინფორმაციით, ჩინეთში წამების პრაქტიკა მართალია უწინდელთან შედარებით შემცირდა, მაგრამ კვლავაც საკმაოდ გავრცელებულ ფორმას ატარებს. ეს განცხადება წამების

გაეროს მაღალჩინოსანის ინფორმაციით, ჩინეთში წამების პრაქტიკა მართალია უწინდელთან შედარებით შემცირდა, მაგრამ კვლავაც საკმაოდ გავრცელებულ ფორმას ატარებს. ეს განცხადება წამების
საკითხებში გაეროს სპეციალურმა ექსპერტმა, მანფრედ ნოვაკმა დღეს პეკინში გააკეთა. ამით მან ჩინეთში 12 დღის განმავლობაში ჩატარებული კვლევა დაასრულა. ნოვაკის თქმით, ჩინეთში პატიმრებს ელექტროშოკით აწამებენ, ცემენ და ძილის საშუალებას არ აძლევენ. ნოვაკმა აგრეთვე განაცხადა, რომ კომუნისტური მთავრობა მას კვლევის წარმოებაში ხელს უშლიდა.
[ნოვაკის ხმა]: "ის დაკავებულები, რომლებსაც ვესაუბრე, შიშით და თვითცენზურით აშკარად დათრგუნულები იყვნენ".
ნოვაკის თქმით, ჯგუფები, რომლებიც განსაკუთრებით ხშირად ხდებიან წამების მსხვერპლი, მოიცავს პოლიტიკურ დისიდენტებს, ადამიანის უფლებების დამცველ აქტივისტებს, არაოფიციალურ საეკლესიო ჯგუფებს და ტიბეტელ და სხვა უმცირესობებს.
XS
SM
MD
LG