Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის განცხადებით


ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის განცხადებით, მისი წინამორბედის მიერ შესყიდული VIP-თვითმფრინავი

ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის განცხადებით, მისი წინამორბედის მიერ შესყიდული VIP-თვითმფრინავი
ან გაიყიდება, ან კიდევ მას ჩვეულებრივი მოქალაქეები გამოიყენებენ. AIRBUS, რომელიც - როგორც იუწყებიან, 59 მლნ დოლარი ღირს - 2003-მ წელს შეუკვეთა ყოფილმა პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ. თვითმფრინავი გასულ თვეში მიიღო ირანმა. როგორც ირანის პრესა იუწყება, მთავრობის პრეს-მდივანმა ღოლამ ჰოსეინ ელჰამიმ აღნიშნა, რომ აჰმადინეჟადმა ტრანსპორტის მინისტრს დაავალა თვითმფრინავის გაყიდვა, ან მისი კომერციულ სფეროში გამოყენება. ამ ინფორმაციით, აჰმადინეჟადმა აღნიშნა, რომ “6-საათიანი ფრენა ისე ძნელი ასატანი არ არის, რომ მსგავსი ფუფუნების გარეშე ვერ გაძლო”.
XS
SM
MD
LG