Accessibility links

ყირიმის ზოგ ნაწილში საგანგებო მდგომარეობა


ყირიმის ზოგ ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ფრინველის გრიპის ეპიდემიასთან დაკავშირებით.

ყირიმის ზოგ ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ფრინველის გრიპის ეპიდემიასთან დაკავშირებით.
შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ გასცა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოლექსანდრ ბარანივსკიმ კი კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ იმ სოფლების გარშემო, სადაც ვირუსია აღმოჩენილი, 3-კილომეტრიანი ზონები დაწესდა. ამ სოფლებში მთელ ფრინველს დახოცავენ. ეს ინფორმაცია მოჰყვა დღესვე, უფრო ადრე გავრცელებულ ცნობას, რომ ბოლო დღეებში ყირიმის ორ რეგიონში გაწყვეტილი იპოვეს 1500-მდე ქათამი და ბატი. შემოწმების წინასწარი შედეგებით, გაწყვეტილ შინაურ ფრინველს H5 ტიპის ვირუსი აღმოუჩინეს. ანალიზი ახლა უცხოეთში გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG