Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნიკოლას


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნიკოლას ბარნსის განცხადებით, ამერიკა არ აპირებს რუსეთის “განდევნას”

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნიკოლას ბარნსის განცხადებით, ამერიკა არ აპირებს რუსეთის “განდევნას”
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან. საინფორმაციო სააგენტო "იტარ-ტასის" ცნობით, ბარნსმა ამ საკითხზე ისაუბრა დღეს რადიო "ეხო მოსკვისთან" ინტერვიუში და გამოთქვა მოსაზრება, რომ ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში განთავსებული ამერიკული სამხედრო საჰაერო ბაზები მხოლოდ ავღანეთში სამხედრო ოპერაციას ემსახურება. ავღანეთში სტაბილიზაციის შემდეგ ამერიკელი სამხედროები ორივე რესპუბლიკას დატოვებენ. იქვე ბარნსმა აღნიშნა, რომ რუსეთი და აშშ მჭიდროდ თანამშრომლობენ ნარკოტიკების კონტრაბანდისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG