Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგად ყველაზე


ჩეჩნეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგად ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც კრემლის მხარდაჭერით სარგებლობს.

ჩეჩნეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგად ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც კრემლის მხარდაჭერით სარგებლობს.
საინფორმაციო სააგენტოები "ინტერფაქსი" და "იტარ-ტასი" ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ისმაილ ბაიხანოვის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ პარტია "ერთიან რუსეთს" ერგო 24 მანდატი ჩეჩნეთის 58-ადგილიან ორპალატიან პარლამენტში. მას მოჰყვება კომუნისტური პარტია 6 მანდატით და ლიბერალური "მემარჯვენე ძალთა კავშირი" 4 მანდატით. ეს ინფორმაცია ჩეჩნეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე დამოუკიდებელ წყაროებს ჯერ არ დაუდასტურებიათ.
XS
SM
MD
LG