Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში, ისტორიული ბრძოლის ველზე აღინიშნა


ჩეხეთში, ისტორიული ბრძოლის ველზე აღინიშნა აუსტერლიცის ბრძოლის მე-200 წლისთავი.

ჩეხეთში, ისტორიული ბრძოლის ველზე აღინიშნა აუსტერლიცის ბრძოლის მე-200 წლისთავი.
1805 წლის 2 დეკემბერს ნაპოლეონ ბონაპარტეს ჯარმა გადამწყვეტ ბრძოლაში სძლია რუსეთ-ავსტრიის ჯარებს. დღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩასული ათასობით ადამიანი შეიკრიბა ჩეხეთის ქალაქ სლავკოვ უ ბრნას სიახლოვეს (ეს არის "აუსტერლიცის" თანამედროვე სახელწოდება). 4000-მდე კაცმა გაითამაშა ცნობილი ბრძოლა, რომელმაც ნაპოლეონს სამხედრო საქმის გენიოსის იმიჯი დაუმკვიდრა. შოუს მაყურებელთა რიცხვი კი 30 000-ს აღწევდა. აუსტერლიცში ფრანგების 73 000-კაციანმა ჯარმა დაამარცხა მოწინაღამდეგის 85 000-კაციანი ჯარები. აუსტერლიცის ბრძოლით საბოლოოდ დამარცხდა მესმე ანტიფრანგული კოალიცია, ხოლო ავსტრიამ ხელის მოაწერა პრესბურგის საზავო ხელშეკრულებას და ომიდან გამოვიდა.
XS
SM
MD
LG