Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონკონგში 250 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა


ჰონკონგში 250 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა დემოკრატიული რეფორმების მომხრეთა მანიფესტაციაზე.

ჰონკონგში 250 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა დემოკრატიული რეფორმების მომხრეთა მანიფესტაციაზე.
დემონსტრანტები ჩინეთის მთავრობისგან მოითხოვდნენ, დაჩქარდეს რეფორმები, რომლებიც ჰონკონგს მთლიანად დემოკრატიულ მმართველობაზე გადასვლაში შეუწყობს ხელს. კერძოდ, გაისმოდა რეგიონის ხელმძღვანელისა და პარლამენტის პირდაპირი არჩევნების მოთხოვნები. ჰონკონგი ჩინეთის იურისდიქციაში 1997 წელს გადავიდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების დაპირებით, ავტონომიაში პირდაპირი არჩევნები არაუადრეს 2012 წლისთვის ჩატარდება.
XS
SM
MD
LG