Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი მოგზაურობას იწყებს ევროპის ქვეყნებში. მან დაიცვა თავისი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი მოგზაურობას იწყებს ევროპის ქვეყნებში. მან დაიცვა თავისი
ქვეყნის მიდგომა ტერორიზმში ეჭვმიტანილების მიმართ ევროპაში მზარდი შეშფოთების ფონზე. შეშფოთებას იწვევს ევროპის ტერიტორიაზე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო საპატიმროების შესაძლებელი არსებობა. რაისმა სიტყვა წარმოთქვა აშშ-ის სამხედრო საჰაერო ბაზაზე, ევროპაში გამგზავრების წინ. სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ აშშ-ს კანონები მართავს და ეს კანონები არ დარღვეულა. რაისმა ევროპელ მოკავშირეებს მიმართა, ენდონ აშშ-ს, ახალი ტერაქტების თავიდან აცილების სადაზვერვო ოპერაციებში თანამშრომლობისას. თავის გამოსვლაში რაისი არ შეხებია პირდაპირ ბრალდებას, რომ ცენტრალურ სადაზვევრო სამმართლოს ევროპაში საიდუმლო ციხეები აქვს, რასაც მზარდი შეშფოთება ახლავს ევროკავშირში, იქ ეს ადამიანის უფლებების დარღვევად შეიძლება იქნეს მიჩნეული.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ევროპაში სამოგზაუროდ გაემართა



აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი მოგზაურობას იწყებს ევროპის ქვეყნებში. მან დაიცვა თავისი ქვეყნის მიდგომა ტერორიზმში ეჭვმიტანილების მიმართ ევროპაში მზარდი შეშფოთების ფონზე. შეშფოთებას იწვევს ევროპის ტერიტორიაზე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო საპატიმროების შესაძლებელი არსებობა. რაისმა სიტყვა წარმოთქვა აშშ-ის სამხედრო საჰაერო ბაზაზე, ევროპაში გამგზავრების წინ. სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ აშშ-ს კანონები მართავს და ეს კანონები არ დარღვეულა. რაისმა ევროპელ მოკავშირეებს მიმართა, ენდონ აშშ-ს, ახალი ტერაქტების თავიდან აცილების სადაზვერვო ოპერაციებში თანამშრომლობისას. თავის გამოსვლაში რაისი არ შეხებია პირდაპირ ბრალდებას, რომ ცენტრალურ სადაზვევრო სამმართლოს ევროპაში საიდუმლო ციხეები აქვს, რასაც მზარდი შეშფოთება ახლავს ევროკავშირში, იქ ეს ადამიანის უფლებების დარღვევად შეიძლება იქნეს მიჩნეული.
XS
SM
MD
LG