Accessibility links

logo-print

ლიუბლიანაში, სლოვენიაში ეუთოს საგარეო სამქეთა


ლიუბლიანაში, სლოვენიაში ეუთოს საგარეო სამქეთა მინისტრების მიმდინარე სამიტზე დღეს აზრთა

ლიუბლიანაში, სლოვენიაში ეუთოს საგარეო სამქეთა მინისტრების მიმდინარე სამიტზე დღეს აზრთა
სხვადასხვაობა გამოიკვეთა ამ ორგანიზაციის ადამიანის უფლებების დამცველი უწყების თაობაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მკაცრად გააკრიტიკა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუციების და ადამინის უფლებების უწყება. სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ამ უწყებას გადაჭარბებული ავტონომია აქვს, და აკლია მისი მუშაობის ბუნების განმსაზღვრელი საერთო მიმართულება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ნიკოლას ბერნსმა ამასთან დაკავშირებით თქვა, რომ ამ უწყებამ შეიმუშავა არჩევნების სამართლიანი მეთვალყურეობის მსოფლიო საერთო სტანდარტი.
ეუთოს თავმჯდომარემ დიმიტრი რუპელმა საქართველოსა და მოლდავეთში მოუგვარებელი კონფლიქტების სფეროში წინსვლაზე ილაპარაკა. მან თქვა, სჯერა, რომ თბილისი და მოსკოვი გააგრძელებენ ნაბიჯების გადადგმას საქართველოდან რუსეთის ბაზების გატანის შეთანხმების განხორციელებისთვის. რუპელმა განაცხადა აგრეთვე, რომ ეუთო საქართველოს სეპარატისტული მხარის სამხრეთი ოსეთის გამო კონფლიქტში მხარეების ურთიერთნდობის სფეროში მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG