Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ეროვნული ასამბლეა 19 დეკემბერს


ავღანეთის ეროვნული ასამბლეა 19 დეკემბერს შეიკრიბება -

ავღანეთის ეროვნული ასამბლეა 19 დეკემბერს შეიკრიბება -
3 თვეში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ეს საპარლამენტო არჩევნები კი პირველი იყო 30-ზე მეტი წლის მანძილზე. პარლამენტის სამდივნოს ხელმძღვანელის განცხადებით, პარლამენტის გარემონტებული შენობა მზადაა პარლამენტარების მისაღებად: ბოლოს მასში პარლამენტი 1973-ტ წელს მუშაობდა. ისტორიული საპარლამენტო არჩევნები, რომელთა შედეგად 249-ადგილიანი "ვოლეზი ჯირგას", ანუ პარლამენტის ქვედა პალატის შემადგენლობა გაირკვა, 18-ტ სექტემბერს მოეწყო. ზედა პალატას, 102-რადგილიან "მეშრანო ჯირგას" პრეზიდენტის მიერ წარდგენილი და პროვინციათა საბჭოების მიერ არჩეული კანდიდატები შეავსებენ. ქაბულში პარლამენტის შენობის რეკონსტრუქცია 3 მლნ დოლარზე მეტი დაჯდა.
XS
SM
MD
LG