Accessibility links

logo-print

ერაყში გრძელდება ყოფილ დიქტატორ სადამ


ერაყში გრძელდება ყოფილ დიქტატორ სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესი. დღეს მოისმინეს მოწმეების ჩვენება

ერაყში გრძელდება ყოფილ დიქტატორ სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესი. დღეს მოისმინეს მოწმეების ჩვენება
23 წლის წინ შიიტების დასახლებაში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის შესახებ. პირველი მოწმის ჩვენება ორშაბათს მოისმინეს: მან აღწერა, როგორ აწამებდნენ ქალაქ დუჯაილის მოსახლეებს, იქ 1982-რ წელს სადამ ჰუსეინის მოკვლის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. ყოფილმა დიქტატორმა უარყო ეს ჩვენება: მისთვის წაყენებული ბრალდება, აღნიშნა მან, გაზვიადებულია და მას არ ეშინია განაჩენის, თუ მას სიკვდილს მიუსჯიან. სადამ ჰუსიენსა და მისი რეჟიმის 7 უმაღლესი რანგის წარმომადგენელს წაყენებული აქვთ კაცობრიობის წინაშე დანაშაულთა ბრალდებები. ისინი თავს უდანაშაულოდ სცნობენ.
XS
SM
MD
LG