Accessibility links

logo-print

ისრაელმა ჩაკეტა მდინარე იორდანეს დასავლეთი


ისრაელმა ჩაკეტა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირისა და ღაზის სექტორის საზღვრები - არ აძლევს პალესტინელებს ისრაელიდან წასვლის საშუალებას

ისრაელმა ჩაკეტა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირისა და ღაზის სექტორის საზღვრები - არ აძლევს პალესტინელებს ისრაელიდან წასვლის საშუალებას
მას შემდეგ, რაც თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილმა აფეთქებამ გუშინ 5 ისრაელის სიცოცხლე შეიწირა. ისრაელის არმიის ცნობით, საზღვარი გაურკვეველი ვადით ჩაიკეტა. თუმცა ღიაა ტვირთის გასატარებელი მთავარი საკონტროლო პუნქტი. ისრაელის უშიშროების ხელმძღვანელობის წუხანდელი, საგანგებო სხდომის შემდეგ, ისრაელის ჯარებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დააკავეს 8 კაცი, მათ შორის პალესტინელი თვითმკვლელი მოიერიშის 4 ნათესავი. თავდაცვის მინისტრ შაულ მოფაზის განცხადებით, ისრაელი აპირებს უფრო მასშტაბური ოპერაციის გაშლას ორგანიზაცია "ისლამური ჯიჰადის" ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ამ ორგანიზაციამ იკისრა აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა.
XS
SM
MD
LG