Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანის მჭიდროდ დასახლებულ უბანში 10-სართულიან


თეირანის მჭიდროდ დასახლებულ უბანში 10-სართულიან შენობას დაეჯახა ირანის სამხედრო თვითმფრინავი.

თეირანის მჭიდროდ დასახლებულ უბანში 10-სართულიან შენობას დაეჯახა ირანის სამხედრო თვითმფრინავი.
ცნობების თანახმად, დაიღუპა ყველა, ვინც თვითმფრინავში იმყოფებოდა: 90-ზე მეტი მგზავრი და ეკიპაჟის წევრები. არის მსხვერპლი მიწაზე მყოფთა შორისაც, სულ ცოტა 20 ადამიანი. სახანძრო დახმარების ხელმძღვანელმა ირანის სახელმწიფო ტელევიზიას უთხრა, რომ საცხოვრებელ სახლში, რომელსაც თვითმფრინავი დაეჯახა, 150-მდე კაცი ცხოვრობს. "C 130" ტიპის თვითმფრინავი სამხრეთში მდებარე ქალაქ ბანდარ აბასისკენ მიემართებოდა და მასში მყოფების უმრავლესობას ადგილობრივი ჟურნალისტები შეადგენდნენ: ისინი სპარსეთის ყურეში სამხედრო მეცადინეობის გაშუქებას აპირებდნენ. პოლიციის ცნობით, ავარიამდე პილოტი იუწყებოდა ძრავის ხარვეზის შესახებ, მან თეირანის აეროპორტში საავარიო დაჯდომის ნებართვა აიღო, მაგრამ გზად დაეჯახა საცხოვრებელ სახლს შაჰრაკ-ე ტაუჰიდის უბანში.
XS
SM
MD
LG