Accessibility links

logo-print

ლუბლიანაში დასკვნითი დეკლარაციის გარეშე დასრულდა


ლუბლიანაში დასკვნითი დეკლარაციის გარეშე დასრულდა ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა. დეკლარაციის

ლუბლიანაში დასკვნითი დეკლარაციის გარეშე დასრულდა ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა. დეკლარაციის
მიღებაზე შეუთანხმებლობა, საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რუსეთის პოზიციამ გამოიწვია - მოსკოვმა დეკლარაცია უარყო რამდენიმე საკითხი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილი ლუბლიანაში მისი დელეგაციისათვის მთავარ შედეგად მიჩნევს იმ გარემოებას, რომ ეუთოს ყველა წევრი მიემხრო სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის მოგვარების გეგმას, რომელიც ქართულმა დელეგაციამ წარადგინა. როგორც ეუთოს მინისტრების საბჭოს სხდომის მასპინძელი ქვეყნის, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მორიგე თავმჯდომარე დიმიტრი რუპელი დასკვნით განცხადებაში აღნიშნავს, დეკლარაციის მიუღებლობის გამო გარკვეული გაწბილების მიუხედავად, ანგარიშგასაწევია, რომ მიღწეულია ერთსულოვნება, 20-ზე მეტი საკითხში. მათ შორის არის განცხადებები ეუთოს როლზე სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მოგვარებაში. ლუბლიანის შეხვედრის დამთავრებამდე კი აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ არ მოაწერს ხელს ახალ ხელშეკრულებას კონვენციური შეიარაღების შესახებ, სანამ რუსეთი არ გაიყვანს მთელს ჯარებსა და სამხედრო აღჭურვილობას საქართველოდან და მოლდავეთიდან. როგორც პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნიკოლას ბარნსმა აღნიშნა, შეუძლებელია რუსული ჯარების ამ ორ რესპუბლიკაში ყოფნის როგორც პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნიკოლას ბარნსმა აღნიშნა, შეუძლებელია რუსული ჯარების ამ ორ რესპუბლიკაში ყოფნის მორგება შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებასთან. [ბარნსის ხმა] “ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების ფუძემდებლური პრინციპია სუვერენული სახელმწიფოების უფლება, თვითონ გადაწყვიტოს საკუთარ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების ყოფნა-არყოფნის საკითხი. მოლდავეთმა და საქართველომ არჩევანი გააკეთეს. ჯარები უნდა წავიდნენ, და ეუთოს წევრმა ყველა ქვეყანამ მათს არჩევანს პატივი უნდა სცეს”.
XS
SM
MD
LG