Accessibility links

logo-print

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს


ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს პოლიცია 4 ოფიციალური პირის გატაცებაში დაადანაშაულა.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს პოლიცია 4 ოფიციალური პირის გატაცებაში დაადანაშაულა.
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოთხივე - ცხინვალთან აიყვანეს. საქართველო ბრალდებას პასუხობს განცხადებით, რომ 4 პირი დააპატიმრეს. სხვა განმარტება მოყვანილი არ არის. თავის მხრივ, საქართველომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფალნი 10-ზე მეტი ქართველის, მათ შორის რამდენიმე პოლიციელის გატაცებაში დაადანაშაულა. პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ძალოვან უწყებებს მისცა სპეციალური დავალებები ინციდენტთან დაკავშირებით. ნოღაიდელს დეტალები არ დაუზუსტებია. როგორც იუწყებიან, ოსურმა მხარემ დღის ბოლოსათვის თითქმის ყველა გატაცებული გაათავისუფლა, ამჟამად, ინტერპრესნიუსის ცნობით, ტყვეობაში რჩება 2 ქართველი.
XS
SM
MD
LG