Accessibility links

რუმინეთის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზები


რუმინეთის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზები განთავსდება - პირველად ყოფილ კომუნისტურ ბლოკში.

რუმინეთის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზები განთავსდება - პირველად ყოფილ კომუნისტურ ბლოკში.
ბაზების განთავსებას ითვალისწინებს შეთანხმება, რომელსაც დღეს ბუქარეტსში მოაწერა ხელი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა. ხელმოწერის ცერემონიამდე გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომელშიც კონდოლიზა რაისი და მისი მასპინძელი, რუმინეთის პრეიდენტი რომან ბასესკუ მონაწილეობდნენ, ბასესკუმ აღნიშნა, რომ დოკუმენტი არის მნიშვნელოვანი წვლილი მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. ბასესკუს თქმით, დაგეგმილია რუმინეთის ტერიტორიაზე ოთხი ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსება. იქვე მან დასძინა, რომ რუმინეთში არ ყოფილა აშშ-ის სადაზვერვო უწყების საიდუმლო ციხეები. რუმინეთში ჩასვლამდე რაისმა ბერლინში განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისთვის მიუღებელია წამება. ამასთან რაისმა დასძინა, რომ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია მიმართავს ყველა კანონიერ ზომას ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად.
XS
SM
MD
LG