Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ ფრადკოვი ბრიუსელში


რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ ფრადკოვი ბრიუსელში ჩავიდა ევროკომისიის წევრებთან შესახვედრად.

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ ფრადკოვი ბრიუსელში ჩავიდა ევროკომისიის წევრებთან შესახვედრად.
2-დღიანი ვიზიტის მთავარი თემაა რუსეთის გაზის ექსპორტი ევროპაში უკრაინის ტერიტორიის გავლით. უკრაინა, რომელიც ამჟამად რუსეთის გაზს სუბსიდირებულ ფასებში იღებს ტრანზიტის სანაცვლოდ, მწვავედ აკრიტიკებს მოსკოვის გეგმას, გაუძვიროს მას გაზი. რუსი ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ამ დავამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას გაზით ევროპის მომარაგებას. ბრიუსელში შეხვედრებზე საუბარი შეეხება პოლიტიკურ საკითხებსაც, მათს შორის ამასწინანდელ საპარლამენტო არჩევნებს ჩეჩნეთში.
XS
SM
MD
LG