Accessibility links

logo-print

ყირიმში შინაური ფრინველი დაიხოცა კიდევ


ყირიმში შინაური ფრინველი დაიხოცა კიდევ 6 სოფელში, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ყირიმში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადდა

ყირიმში შინაური ფრინველი დაიხოცა კიდევ 6 სოფელში, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ყირიმში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადდა
“H5” ტიპის გრიპის ვირუსით ათასობით ფრინველის გაწყვეტის შემდეგ. უკრაინის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს ადგილობრივი პრეს-მდივნის განმარტებით, სიკვდილის ბოლო შემთხვევები “მასიური” იყო, მაგრამ მან უარი თქვა რიცხვის დაზუსტებაზე. ამავე წყაროს ცნობით, მიმდინარეობს გამოკვლევა ფრინველის სიკვდილის მიზეზის დასადგენად. ვარაუდობენ, რომ ყირიმის სოფლებში შინაურ ფრინველს ვირუსი გადაედო გარეული ფრინველებისაგან, რომლებიც სივაშის ტბას იყენებენ გადაფრენისას, ან გამოსაზამთრებლად. ჯერ არ არის ცნობილი, საქმე ეხება თუ არა “H5N1” ტიპის ვირუსს, რომელმაც აზიაში 70-ზე მეტი ადამინის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG