Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეგიონში გაათავისუფლეს 6 დეკემბერს


ცხინვალის რეგიონში გაათავისუფლეს 6 დეკემბერს მძევლად აყვანილი ყველა ქართველი, რომელთა რიცხვი 20-ს აღწევდა.

ცხინვალის რეგიონში გაათავისუფლეს 6 დეკემბერს მძევლად აყვანილი ყველა ქართველი, რომელთა რიცხვი 20-ს აღწევდა.
საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ორი მათგანი ნაცემია. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ქართველების გატაცებაში თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები დაადანაშაულა და გამოთქვა მოსაზრება, რომ ოსებმა მძევლები აიყვანეს იმის საპასუხოდ, რომ 5 დეკემბერს ქართულმა მხარემ (თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ) დააპატიმრა ოსი მილიციონერი - ყალბი დოლარებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი ვლადიმერ გუდიევი. საინფორმაციო სააგენტო "მედიანიუსის" ცნობით, გუდიევის სასამართლო პროცესი 8 დეკემბერს გაიმართება. ქართულ-ოსური კონფლიქტთან დაკავშირებით იუწყებიან ასევე, რომ რუსეთი მიზანშეწონილად მიიჩნევს ოთხმხრივი საკონტროლო კომისიის საგანგებო სხდომის დანიშვნას: როგორც რუსეთის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრა ხვალ, ცხინვალში მოეწყობა და მასზე დაძაბულობის გამწვავების მიზეზებზე იმსჯელებენ.
XS
SM
MD
LG