Accessibility links

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა კიევში განაცხადა, რომ წამების წინააღმდეგ გაეროს კონვენციის გათვალისწინება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა კიევში განაცხადა, რომ წამების წინააღმდეგ გაეროს კონვენციის გათვალისწინება
ევალება აშშ-ის ყველა ოფიციალურ წარმომადგენელს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. [რაისის ხმა] “როგორც აშშ-ის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი, აშშ-ის ვალდებულება წამების წინააღმდეგ გაეროს კონვენციის წინაშე (რომლითაც აკრძალულია სასტიკი, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობა) არის ამერიკის ოფიციალური წარმომადგენლების ვალდებულება, სადაც უნდა იყვნენ ისინი - შეერთებულ შტატებში, თუ საზღვარგარეთ”. მანამდე პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ წამების აკრძალვა მხოლოდ აშშ-ის ტერიტორიაზე ვრცელდება. ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების შეფასებით, ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ უცხოეთის ქვეყნებში განთავსებულ ციხეებში ამერიკელ ზედმხედველებს შეუძლიათ გამოიყენონ მეთოდები, რომლებიც აშშ-ის ტერიტორიაზე დაუშვებელია.
XS
SM
MD
LG