Accessibility links

გაეროს ტრიბუნალმა გამოაცხადა, რომ დაკავებულია


გაეროს ტრიბუნალმა გამოაცხადა, რომ დაკავებულია ძებნილი ხორვატი გენერალი, ანტე გოტოვინა. ეს განცხადება გაეროს ტრიბუნალის გენერალურმა პროკურორმა, კარლა დელ პონტემ ბელგრადში გააკეთა.

გაეროს ტრიბუნალმა გამოაცხადა, რომ დაკავებულია ძებნილი ხორვატი გენერალი, ანტე გოტოვინა. ეს განცხადება გაეროს ტრიბუნალის გენერალურმა პროკურორმა, კარლა დელ პონტემ ბელგრადში გააკეთა.

მისი თქმით, ყოფილი გენერალი გოტოვინა წუხელ, ესპანეთის კანარის კუნძულებზე დააკავეს. იგი უკვე გადაყვანილია მადრიდში, და მალე ჰააგაში გაემგზავრება. კარლა დელ პონტეს განცხადების შემდეგ, ბრიუსელში ამ მოვლენას ნატოს გენერალურმა მდივანი, იაპ დე ჰოფ სხეფერი გამოეხმაურა და დაკავებას "კარგი ახალი ამბავი" უწოდა.
[სხეფერის ხმა]: "გოტოვინას დაკავება მსოფლიოსთვის კარგი ახალი ამბავია. ამით ძალიან სერიოზული დანაშაულების ჩადენაში ეჭვმიტანილების სასამართლოს წინაშე წარდგენა ხდება, რაც თავისთავად კარგია. და ვფიქრობ, ეს კარგი ამბავია ხორვატიისთვისაც". დაკავებას ევროკავშირიც მიესალმა. გოტოვინა ჰააგის სასამართლოს მიერ ძებნილი პირების პირველ სამეულში შედის. მისი დაკავება დააჩქარებს ხორვატიის ევროპაში ინტერგაციის პროცესს. ყოფილ გენერალ ანტე გოტოვინას გაეროს სასამართლო ბრალს სდებს 150მდე სერბის მკვლელობაში, და ათასობით სერბის განდევნაში 1991-95 წლებში მიმდინარე ომის დროს.
XS
SM
MD
LG