Accessibility links

logo-print

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელმა


მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელმა ლაურეატმა მოჰამედ ბარადეიმ დღეს განაცხადა,

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელმა ლაურეატმა მოჰამედ ბარადეიმ დღეს განაცხადა,
რომ მსოფლიო მოთმინებას კარგავს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა ეს განცხადება გააკეთა ოსლოში, ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიამდე ერთი დღით ადრე. "ჩვენ განვაგრძობთ ირანის ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, რათა გამოვარკვიოთ მათი ბირთვული პროგრამის მასშტაბები და არსი. დასკვნების გაკეთება ნაადრევია. ჩვენ ამოვხსენით თავსატეხის ნაწილი, მაგრამ დღემდე არ ვიცით მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები. მე ხელახლა მოვუწოდებ ირანს აქტიური და გულწრფელი თანამშრომლობისკენ, ვინაიდან უკვე სამი წელია ამ საკითხზე ვმუშაობთ და მსოფლიო თანამეგობრობა ნელ-ნელა მოთმინებას კარგავს," განაცხადა ბარადეიმ. ბარადეის თქმით, ირანთან დაკავშირებული საკითხები მომავალ წელს გაირკვევა.
XS
SM
MD
LG