Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად მწვავედ


ისრაელმა მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად მწვავედ გააკრიტიკა ირანის პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის

ისრაელმა მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად მწვავედ გააკრიტიკა ირანის პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის
გამონათქვამები ისრაელის სახელმწიფოს თაობაზე. აჰმადინეჟადმა ეჭვქვეშ დააყენა ჰოლოკოსტი და განაცხადა, რომ ისრაელი საერთოდ ევროპის ტერიტორიაზე უნდა მდებარეობდეს. როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა სილვან შალომმა თქვა, არ შეიძლება იმის დაშვება, რომ ირანმა ბირთვული იარაღი მოიპოვოს. აჰმადინეჟადის განცხადებასთან დაკავშირებით აღშფოთება გამოხატეს გაერომ, ევროპის სახელმწიფოებმა და აშშ-მა.
XS
SM
MD
LG